ირანის პარლამენტის თავმჯდომარე ვაშინგტონს აკრიტიკებს

22 აგვ 2026

ირანის პარლამენტის სპიკერმა მოჰამედ ბაღერ ღალიბაფმა  განაცხადა, რომ ირანმა მეზობელი ქვეყნებისგან „უამრავი შეტყობინება“ მიიღო რეგიონული უსაფრთხოების ახალი მექანიზმებისა და ეკონომიკური თანამშრომლობის დამყარების შესახებ.

ღალიბაფის თქმით,   შეერთებულმა შტატებმა ისრაელის მხარდაჭერის გამო საფრთხე შეუქმნა რეგიონში თავისი მოკავშირეების უსაფრთხოებას და აღნიშნა, რომ მხოლოდ დამოუკიდებელი,  რეგიონული წესრიგი უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას.

ისრაელის გულისთვის საკუთარი ინტერესების   უგულებელყოფის გზით, მათ დროებით მთელი თავიანთი არსებობა საფრთხეში ჩაიგდეს. რეგიონში შექმნილი, დამოუკიდებელი წესრიგი არის ის, რაც ნამდვილად უზრუნველყოფს მშვიდობასა და უსაფრთხოებას-წერს ღალიბაფი იქს-ზე.