22 აგვ 2026
რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი რუსეთის მმართველი პარტია „ერთიანი რუსეთის“ შეკრებაზე გამოვიდა, რომელიც მომავალ თვეში რუსეთის პარლამენტის ქვედა პალატის, სახელმწიფო დუმის არჩევნებს ეძღვნებოდა.
პუტინმა არჩევნების წინ შეაქო „ერთიანი რუსეთი“ და მომავალ თვეში დაგეგმილ არჩევნებში პარტიას წარმატება უსურვა. „ერთიანი რუსეთი“ ტრადიციულად ისეთივე პოპულარობით არ სარგებლობს, როგორითაც პუტინი, რომელსაც პარტია 2001 წელს ჩამოყალიბების დღიდან მტკიცედ უჭერს მხარს.
პუტინმა სიტყვით გამოსვლისას უკრაინასთან დაკავშირებით განცხადება გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ რუსეთზე უკრაინის დარტყმები გამოწვეულია კიევისთვის ფრონტის ხაზზე გაუარესებული ვითარების გამო.
„სპეციალური სამხედრო ოპერაცია გრძელდება და რაც უფრო რთული ხდება ფრონტის ხაზზე მოწინააღმდეგისთვის სიტუაცია, მით უფრო სასტიკი და ბარბაროსული ხდება კიევის რეჟიმის მიერ განხორციელებული თავდასხმები. ეს ავლენს იმ ძალის სრულ ნეონაცისტურ, ბანდერულ და რუსოფობიურ არსს, რომელსაც ჩვენ ვებრძვით. ახლა ბევრი რამ არის დამოკიდებული ჩვენს ერთიანობაზე, რუსი ჯარისკაცებისა და ოფიცრების გამბედაობაზე, ყველაზე, ვინც თავის ადგილზე კეთილსინდისიერად მუშაობს გამარჯვების მისაღწევად.