ევროკავშირი სერბეთს უგზავნის ვერტმფრენებსა და მეხანძრეებს, რათა დაეხმაროს  ფართომასშტაბიან ტყის ხანძრებთან ბრძოლაში

23 აგვ 2026

ევროკავშირი სამოქალაქო დაცვის მექანიზმის მეშვეობით სერბეთს უგზავნის ვერტმფრენებსა და მეხანძრეებს, რათა დაეხმაროს  ფართომასშტაბიან ტყის ხანძრებთან ბრძოლაში. ამის შესახებ სერბეთში ევროკავშირის მისიის ხელმძღვანელმა, ანდრეას ფონ ბეკერათმა განაცხადა.

სერბეთმა აღნიშნული მექანიზმი გუშინ მას შემდეგ აამოქმედა, რაც რამდენიმე კვირის განმავლობაში ებრძოდნენ ტყის ხანძარს ბელგრადიდან 80 კილომეტრში მდებარე ეროვნულ ნაკრძალში, ასევე სხვა ხანძრებს ქვეყნის სამხრეთ-დასავლეთ ნაწილში.

მანამდე სერბეთმა ტყის ხანძართან გასამკლავებლად დახმარება როგორც ევროკავშირს, ისე რუსეთს სთხოვა. სერბეთი ევროკავშირის წევრი არ არის, თუმცა ბლოკის სამოქალაქო დაცვის მექანიზმის ფარგლებში საგანგებო დახმარებაზე წვდომა აქვს.