23 აგვ 2026
ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება, – ამის შესახებ ირანის უზენაესი ეროვნული უსაფრთხოების საბჭოს მდივანმა და ირანის უზენაესი ლიდერის, მოჯტაბა ჰამენეის სამხედრო მრჩეველმა, მოჰსენ რეზაიმ განაცხადა.
მისი თქმით, თუ აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი შემდგომ მოქმედებას გადაწყვეტს, ირანის პასუხი სეისმური მასშტაბის იქნება.
„პირველ რიგში, ჩვენს ყველა მეზობელ და მსოფლიოს ყველა ქვეყანას ვეტყვით, არ შეუერთდნენ შეერთებულ შტატებს მის ეკონომიკურ ომში. ნებისმიერი ქვეყანა, რომელიც მონაწილეობას მიიღებს ჩვენ წინააღმდეგ ეკონომიკური შეზღუდვების დაწესებაში, მტრად ჩაითვლება. რა თქმა უნდა, თავდაპირველად მათთან მოლაპარაკებას გავმართავთ. დაველაპარაკებით და ვეტყვით, რომ გვერდზე გადგნენ და შეერთებულ შტატებისგან დისტანცირდნენ. მაგრამ ისინი თუ ამას არ გააკეთებენ, ჩვენ მათ დავარტყამთ. ჩვენ მიზანში ამოვიღებთ ამ ქვეყნის ინტერესებს“, – განაცხადა მოჰსენ რეზაიმ.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ ირანი, რამდენიმე თვეა, საზღვაო ბლოკადის პირობებშია, ნავთობის გაყიდვა მაინც გრძელდება.