კანადას სურს, მიიღოს ის სარგებელი, რაც შტატის სტატუსს მოაქვს, ისე, რომ თავად შტატი არ იყოს - დონალდ ტრამპი

23 აგვ 2026

კანადას სურს, მიიღოს ის სარგებელი, რაც შტატის სტატუსს მოაქვს, ისე, რომ თავად შტატი არ იყოს, –  ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა.

„ისინი ასევე, მრავალი წლის განმავლობაში, ჩვენს შესანიშნავ ფერმერებს უზარმაზარ ტარიფებს უწესებდნენ, ეს აღარ გაგრძელდება“, – წერს ტრამპი სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, აშშ-სა და კანადას შორის სავაჭრო მოლაპარაკებები ჩაიშალა, რის შემდეგაც აშშ-მა 20 მილიარდი დოლარის ღირებულების კანადურ საქონელზე 50%-იანი ტარიფები დააწესა.

აშშ-ის მიერ დაწესებული ტარიფების საპასუხოდ კი კანადის პრემიერ-მინისტრმა განაცხადა, რომ კანადა ვაშინგტონის მიერ დაწესებულ ახალ ტარიფებს დოლარს დოლარზე გაათანაბრებს. როგორც მარკ კარნიმ განაცხადა, აღნიშნული ტარიფები 8 სექტემბერს ამოქმედდება.