23 აგვ 2026
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნები მიმდინარეობს. ქვეყანაში მასშტაბური კონსტიტუციური რეფორმის შემდეგ შექმნილი ახალი ერთპალატიანი პარლამენტის - ყურულთაის დეპუტატებს პირველად ირჩევენ.
12 მილიონზე მეტ რეგისტრირებულ ამომრჩეველს ხმის მიცემა ქვეყნის მასშტაბით სულ 10 400-ზე მეტ საარჩევნო უბანზე შეეძლება.
ხმის მიცემის პროცესი ადგილობრივი დროით დილის 07:00 საათზე დაიწყო, საარჩევნო უბნები კი 20:00 საათზე დაიხურება.
145-ადგილიანი პარლამენტი პროპორციული წესით აირჩევა. ყურულთაიში მანდატების 5 წლით მოსაპოვებლად შვიდი პოლიტიკური პარტიის 545 კანდიდატი იბრძვის.
ხმის მიცემის უფლებით ისარგებლებენ საზღვარგარეთ მცხოვრები ყაზახეთის მოქალაქეებიც, რომლებიც ხმის მიცემას 61 ქვეყნის 79 საარჩევნო უბანზე შეძლებენ.
პარლამენტში მოსახვედრად პარტიებმა 5%-იანი ბარიერი უნდა გადალახონ.
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნებს 777 უცხოელი დამკვირვებელი, მათ შორის, 41 ქვეყნის პარლამენტის 138 დეპუტატი დააკვირდება.