შეფასებები 2008 წლის ომთან დაკავშირებით დავით საყვარელიძის განცხადებასთან დაკავშირებით

23 აგვ 2026

"ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი მაღალჩინოსნის, დავით საყვარელიძის განცხადებას 2008 წლის ომთან დაკავშირებით "ქართულ ოცნებაში" ეხმაურებიან. დავით მათიკაშვილის განცხადებით,  "ყოფილი პროკურორის განცხადება, კიდევ ერთი აღიარებაა იმ ღალატის, რაც "ნაცმოძრაობამ" 2008 წელს ჩაიდინა" და ეს განცხადება ნაწილობრივ პასუხს სცემს იმ საკითხს, თუ როდის, რომელ დღეს დაიწყო რუსეთის რეგულარული სამხედრო ნაწილების შემოსვლა, ესე იგი, საქართველოსა და რუსეთის ომი.

"ნაციონალური მოძრაობის” განცხადებას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარე, ცოტნე ანანიძეც. მისი შეფასებით, საყვარელიძის მხრიდან აღიარებაა ის, რომ ომი “ნაცმოძრაობას” თამაში ეგონა და პარტნიორების გაფრთხილების მიუხედავად, მათ ქვეყანაზე არ უფიქრიათ. მანამდე დავით საყვარელიძემ იაგო ხვიჩიას პოდკასტში თქვა, რომ 2008 წელს საქართველო სახელმწიფოებრიობის დაკარგვიდან ნახევარ ნაბიჯში იდგა. მისი თქმით, ომის დაწყებამ საზოგადოების განწყობა მკვეთრად შეცვალა და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის იმედი, უეცრად, უმძიმეს რეალობად იქცა.