საერთაშორისო  ტურნირი  ბადმინტონში  ,,ბათუმის თასი 2026“ დასრულდა

23 აგვ 2026

ბათუმის სპორტის სასახლეში  ტრადიციული საერთაშორისო  ტურნირი  ბადმინტონში  ,,ბათუმის თასი 2026“ დასრულდა.  შეჯიბრში  11, 13 და 15 წლამდე ვაჟთა  და გოგონათა  გუნდებს შორის ჩატარდა და  მასში საქართველოსთან ერთად   ექვსი ქვეყნის  100მდე სპორტსმენი ჩაერთო.  
ასპარეზობა როგორც ერთეულთა ასევე  წყვილთა თანრიგშიც  გაიმართა. „ბათუმის თასი 2026“ ბათუმის სპორტის სასახლისა და აჭარის ბადმინტონის ფედერაციის ორგანიზებით და აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით  მოეწყო. ტურნირის  გამარჯვებულებსა და პრიზიორებს  შესაბამისი ხარისხის მედლები, თასები და სიგელები გადაეცათ.