23 აგვ 2026
ბათუმში ლიანა ისაკაძის სახელობის საერთაშორისო ფესტივალი „ღამის სერენადები 2026“ გრძელდება.
საღამოზე ქართველი და უცხოელი ვირტუოზი მუსიკოსები წარდგებიან. კონცერტში მონაწილეობენ მევიოლინე და დირიჟორი ანდრეს გაბეტა, ბანდონეონის შემსრულებელი მარიო სტეფანო პიეტროდარკი და სოპრანო მარიამ მაჩიტიძე.
მუსიკოსებთან ერთად მსმენელის წინაშე ფესტივალის საბაზო ორკესტრი „საქართველოს ვირტუოზები“ წარდგება. პირველი ვიოლინოს პარტიას ლელა მჭედლიძე შეასრულებს.
კონცერტის პროგრამაშია „მარია ბუენოს-აირესიდან“. მუსიკალური საღამო ჟანრობრივად მრავალფეროვანი პროგრამით გააერთიანებს სხვადასხვა ქვეყნისა და თაობის პროფესიონალ მუსიკოსებს.
წლევანდელი „ღამის სერენადები“ ლეგენდარული ქართველი მევიოლინის, ლიანა ისაკაძის დაბადებიდან 80 წლის იუბილეს ეძღვნება. საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, ფესტივალის 2026 წლის პროგრამა განსაკუთრებული მრავალფეროვნებით გამოირჩევა და შვიდ გამორჩეულ კონცერტს აერთიანებს.
ფესტივალი საქართველოს კულტურის სამინისტროს, სსიპ „შემოქმედებითი საქართველოს“, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კულტურის სამინისტროს, ბათუმის, თბილისის და ბორჯომის მუნიციპალიტეტების მერიის მხარდაჭერით იმართება.