24 აგვ 2026
უკრაინის დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავად კიევში ევროპელი ლიდერები ჩავიდნენ. უკრაინის დედაქალაქში უკვე იმყოფებიან დანიის, ესტონეთის, ფინეთის, ლატვიის, ლიეტუვისა და ნორვეგიის მთავრობის მეთაურები, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ე.წ მსურველთა კოალიციის შეხვედრაში. კიევში ჩავიდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტი, ანტონიო კოშტაც.
ასევე დიდი ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი ენდი ბერნემი, რომლისთვისაც თანამდებობაზე დანიშვნის შემდეგ საზღვარგარეთ პირველი ოფიციალური ვიზიტია.
უკრაინის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით უკრაინის დროშის ფერებში განათდა ევროკომისიის შენობა.