24 აგვ 2026
ინტერპოლის წითელი ცირკულარით ძებნილი, თურქეთის მოქალაქე დააკავეს ბათუმში. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, დაკავებული, თურქეთის სამართალდამცავი ორგანოების მოთხოვნის საფუძველზე ინტერპოლის წითელი ცირკულარით იძებნებოდა.
ამჟამად, დაკავებულის მიმართ კანონით გათვალისწინებული საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობს.