ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები ბორჯომისა და ბაკურიანის სატყეო უბანზე 

24 აგვ 2026

ბორჯომისა და ბაკურიანის  სატყეო უბანზე ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები  დაიწყო. 

ინვენტარიზაციის სამუშაოები 45 ათას 727 ჰექტარ ფართობზე განხორციელდება, რის შემდეგაც ტყის მართვის გეგმა შემუშავდება. სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ინვენტარიზაციის სამუშაოები სრულადაა განხორციელებული სატყეო სააგენტოს მართვას დაქვემდებარებული ტერიტორიის 50%-ზე მეტ ფართობზე. 

წლის ბოლომდე, ინვენტარიზაციის სამუშაოები  შიდა ქართლში, სამცხე-ჯავახეთსა და ქვემო ქართლში განხორციელდება.