შეხვედრა ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში

24 აგვ 2026

შემოქმედებითი გზა და თეატრალური ხელოვნება — ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში მორიგი ინტერაქტიული შეხვედრა გაიმართა. ბანაკის მონაწილეებს ამჯერად თეატრის სფეროს წარმომადგენლები - დმანისის თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელი გიორგი სიხარულიძე და მსახიობი გია აბესალაშვილი შეხვდნენ. მათ ახალგაზრდებს საკუთარი პროფესიული არჩევანი, თეატრში მოღვაწეობის წლები და ხელოვანის პროფესიულ გზაზე არსებული გამოწვევები გაუზიარეს.

ბანაკის მონაწილეებმა სტუმრებთან ერთად თეატრისა და კულტურის მნიშვნელობაზე, ასევე ახალგაზრდების შემოქმედებითი განვითარების ხელშეწყობაზე ისაუბრეს. ახალგაზრდობის სააგენტოს პროექტის მიზანი არაფორმალური განათლების, ეროვნული ღირებულებებისა და სამოქალაქო ინტეგრაციის ხელშეწყობაა.  

სეზონის განმავლობაში ბანაკი  2 640 მონაწილეს უმასპინძლებს.