ბათუმელი ხელოვანის წარმატება ლოს-ანჯელესში

24 აგვ 2026

ქართული მოკლემეტრაჟიანი ფილმი „ვაზომოტორული რინიტი“ ლოს-ანჯელესში, Film Invasion Los Angeles-ის ფარგლებში, ორ სხვადასხვა ნომინაციაში დაჯილდოვდა. ფილმი ანტონ ჩეხოვის ცნობილი მოთხრობის თანამედროვე ეკრანიზაციაა და უკვე ათეულობით საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია. ფესტივალი 11 წელია არსებობს და მსოფლიო საფესტივალო სივრცეში ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფესტივალად ითვლება.

წელს მონაწილეობის მსურველ კინემატოგრაფისტთა დაახლოებით 700 ნამუშევრიდან საერთაშორისო სელექციაში 65 ფილმი შეირჩა მსოფლიოს ყველა კონტინენტიდან. „ვაზომოტორული რინიტი“ ფესტივალის ისტორიაში პირველი ფილმია საქართველოდან.

ფილმმა საფესტივალო მოგზაურობის ფარგლებში მსოფლიოს მასშტაბით 200-ზე მეტ ფესტივალში მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა კატეგორიაში 70-ზე მეტი ჯილდო მოიპოვა. 

ლოს-ანჯელესში ფილმის ჩვენებას კინემატოგრაფებისა და კინომოყვარულების გარდა, აშშ-ში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებიც დაესწრნენ.