რუსეთში „ოზონის“ საწყობებზე დრონებით იერიშები განხორციელდა 

24 აგვ 2026

რუსეთის კრასნოდარის მხარეში დრონების თავდასხმის შედეგად „ოზონის“ საწყობში ხანძარი გაჩნდა. მედიის ინფორმაციით, დრონებმა სტავროპოლისა და კრასნოდარის მხარეებში კომპანიის ლოჯისტიკურ ცენტრებს შეუტიეს.

ასევე, დრონებით თავდასხმა განხორციელდა დაღესტანში მდებარე Ozon-ის ლოჯისტიკურ კომპლექსზე, რომლის ფართობიც დაახლოებით 130 ათას კვადრატულ მეტრს მოიცავს.

წინასწარი ინფორმაციით, „ოზონის“ საწყობის თანამშრომლებს შორის დაშავებულები არ არიან.