24 აგვ 2026
ევროკავშირი ისრაელის მთავრობას მოუწოდებს, გააუქმოს მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირზე, E-1 ზონაში ებრაელებისთვის საცხოვრებელი სახლების მშენებლობის გეგმები.
კაია კალასის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაში აღნიშნულია, რომ E-1 ზონაში დასახლების მშენებლობა კონფლიქტის ორი სახელმწიფოს თანაარსებობის პრინციპზე დაფუძნებული გადაწყვეტის პერსპექტივას საფრთხეს უქმნის.
როგორც დოკუმენტშია აღნიშნული, ეს გადაწყვეტილება „დასავლეთ სანაპიროს ორ ნაწილად გაყოფას გამოიწვევს, აღმოსავლეთ იერუსალიმს იზოლაციაში მოაქცევს და კიდევ უფრო შეასუსტებს კონფლიქტის ორი სახელმწიფოს თანაარსებობის პრინციპზე დაფუძნებული მოგვარების შესაძლებლობას.