საქართველოს საკალათბურთო ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელი დაამარცხა

24 აგვ 2026

ოთარ ქორქიასა და ნოდარ ჯორჯიკიას სახელობის თბილისის სპორტის სასახლეში საქართველოს კალათბურთის ეროვნულმა ნაკრებმა ისრაელის ნაკრებთან ამხანაგური მატჩი გამართა და მეტოქე 101:90 დაამარცხა.

შეხვედრა მსოფლიოს ჩემპიონატის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის მზადების ფარგლებში გაიმართა. აგვისტოში ეროვნულმა ნაკრებმა კიდევ ერთ ამხანაგურ შეხვედრაში ლიბანის ნაკრები ანგარიშით 93:74 დაამარცხა. 

2027 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე საქართველო 28 აგვისტოს მონტენეგროს თბილისში დაუპირისპირდება, 31 აგვისტოს კი პორტუგალიას შეხვდება.