ტურნირი მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტებს შორის

24 აგვ 2026

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის გუნდის გამარჯვებით დასრულდა აჭარის რეგიონალური მინი-ფეხბურთის ინიციატივით გამართული ტურნირი მინი-ფეხბურთში მუნიციპალიტეტებს შორის.

შეჯიბრებაში აჭარის მუნიციპალიტეტების 11 გუნდი მონაწილეობდა, რომლებიც ორ ჯგუფში იყვნენ გადანაწილებულები. ფინალში ხელვაჩაურის გუნდმა ქედის გუნდი 4:0 დაამარცხა.

ტურნირი ტრადიციულია და წელს მეშვიდედ ჩატარდა. მისი მიზანი მუნიციპალიტეტების თანამშრომლებს შორის სპორტული აქტივობის, ცხოვრების ჯანსაღი წესისა და გუნდური თანამშრომლობის წახალისებაა. 

გამარჯვებული გუნდი თასით, მედლებითა და სპორტული ეკიპირებით დაჯილდოვდა. შეჯიბრება აჭარის სპორტის დეპარტამენტის მხარდაჭერით ჩატარდა.