24 აგვ 2026
ესპანეთის ლა ლიგის მეორე ტურში „ვილიარეალი“ „ატლეტიკოს“ სტუმრად დაუპირისპირდა. მატჩი ფრედ - 2:2 დასრულდა. გიორგი მიქაუტაძემ კი თავი გატანილი გოლით გამოიჩინა.
ქართველმა ფორვარდმა მისივე მოპოვებული პენალტი ზუსტად შეასრულა. მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად გიორგი მიქაუტაძე დაასახელეს. საქართველოს ნაკრების წევრის ანგარიშზე მიმდინარე სეზონში ორ შეხვედრაში 1 გოლი და ერთი საგოლე პასიცაა.
„ვილიარეალს“ ორ ტურში ორი ქულა აქვს, მომდევნო ტურში კი 28 აგვისტოს, „ალავესს“ უმასპინძლებს.