ზურიკო დავითაშვილის პირველი გოლი ახალ სეზონში

24 აგვ 2026

საფრანგეთის ლიგა 2-ის ახალ სეზონში ზურიკო დავითაშვილმა პირველი გოლი გაიტანა, მისმა „სენტ-ეტიენმა“ კი გრენობლი 4:0 დაამარცხა.

ქართველი თავდამსხმელი შეხვედრაში 27-ე წუთზე ჩაერთო, გოლი კი 82-ე წუთზე გაიტანა და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. 

სამი ტურის შემდეგ „სენტ-ეტიენს“ 9 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილში პირველ ადგილზეა.