24 აგვ 2026
ყაზახეთში საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით ახლადშექმნილი პარტია „ადილეტი“ ლიდერობს. ცენტრალური საარჩევნო კომისიის ინფორმაციით, პარტიამ ხმათა 71% მოიპოვა. მათივე ცნობით „ადილეტი“ ყაზახეთის პარლამენტში 145 ადგილიდან 111-ს დაიკავებს.
ყაზახეთის ცენტრალური საარჩევნო კომისიის წინასწარი შედეგების თანახმად, ქვეყნის ერთპალატიანი პარლამენტის, ყურულთაის 145 წევრის არჩევნებში ამომრჩეველთა აქტივობამ 74.08% შეადგინა.