ვოლოდიმირ ზელენსკი - 27 წელი რუსეთის მეთაური სიდიადის შესახებ საუბრობდა, ახლა კი რუსეთი ბენზინის რიგში დგას

24 აგვ 2026

რუსეთს მშვიდობა არ სურს, მას მობილიზაცია სურს - ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა ქვეყნის დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა. ვოლოდიმირ ზელენსკის თქმით, უკრაინამ, ევროპამ, აშშ-მა და მსოფლიომ ერთიანობა უნდა შეინარჩუნონ.

პრეზიდენტმა აღნიშნა, რომ უკრაინა არ ითხოვს მათ ნაცვლად ბრძოლას, უკრაინა ითხოვს მიეცეს ის რაც მას სჭირდება ომის შესაჩერებლად, რათა პუტინს არ ჰქონდეს დრო სხვა ომის დასაწყებად.

ზელენსკის თქმით, ერთად მოქმედებაა საჭირო.