24 აგვ 2026
ახალ სასწავლო წელს მოსწავლეები ცვლილებებით ხვდებიან. პირველიდან მეექვსე კლასის ჩათვლით მათ სასკოლო ფორმის ტარება მოუწევთ. იმისთვის, რომ მშობლებისთვის ონლაინ რეჟიმში ფორმის შეძენა შესაძლებელი ყოფილიყო, განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ ონლაინ პლატფორმა შეიმუშავა, რომლითაც მშობლებს შესაძლებლობა ექნებათ, 1 სექტემბრიდან 15 სექტემბრის ჩათვლით, სკოლის ფორმა ონლაინ გამოიწერონ.
ახალი პლატფორმა მედიის წარმომადგენლებს საქართველოს განათლების მინისტრის პირველმა მოადგილემ და განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ხელმძღვანელმა წარუდგინეს.
სასკოლო ფორმების პლატფორმის მეშვეობით მომხმარებლები მიიღებენ ინფორმაციას სასკოლო ფორმების მოდელების ღირებულებისა და ზომების შესახებ, ასევე, ნახავენ საბანკო შეთავაზებებსა და რეალიზაციის პუნქტების ზუსტ მისამართებს.