ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე ყვარლის ბანაკის მონაწილეებს შეხვდა

24 აგვ 2026

ყვარლის ახალგაზრდულ ბანაკის წევრებს  ცენტრალური საარჩევნო კომისიის წევრები შეხვდნენ. ცესკოს თავმჯდომარის მოადგილე მონაწილეებს საარჩევნო ელექტრონულ ტექნოლოგიებზე, უპირატესობებსა და  ადმინისტრაციის წარმატებულ პრაქტიკაზე ესაუბრა.

ცესკოს ინფორმაცით, გიორგი შარაბიძემ იმ გამოცდილებასა და გზაზე ისაუბრა, რომელიც საარჩევნო ადმინისტრაციამ ელექტრონული ტექნოლოგიების დანერგვის პროცესში გაიარა.    

ახალგაზრდებს ასევე მიაწოდა ინფორმაცია დეზინფორმაციასა და მასთან ბრძოლის სტრატეგიაზე, საარჩევნო ადმინისტრაციის მიერ დაგეგმილ სიახლეებსა და საგანმანათლებლო პროექტებზე. შეხვედრის მონაწილე ახალგაზრდებმა პრაქტიკაში თავად გამოსცადეს საარჩევნო ელექტრონული ტექნოლოგიები და გაეცნენ მათი მუშაობის პრინციპებს.

ახალგაზრდები ასევე გაეცნენ საარჩევნო ადმინისტრაციის ჟურნალს „არჩევნები 360˚“. შეხვედრის დასკვნითი ნაწილი დისკუსიას დაეთმო.