გივი მიქანაძე მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარეაბილიტაციო სამუშაოებს გაეცნო

26 აგვ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრმა გივი მიქანაძე მცხეთა-მთიანეთის საჯარო სკოლებში მიმდინარე სარემონტო-სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერა.

რეაბილიტაციის ფარგლებში სრულად განახლდება ყაზბეგის მუნიციპალიტეტის სოფელ არშის საჯარო სკოლა, ხოლო ნაწილობრივი რეაბილიტაცია ჩაუტარდება სტეფანწმინდის N1, სოფელ სიონისა და თიანეთის N1 საჯარო სკოლებს. 

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, საჯარო სკოლების ინფრასტრუქტურის განვითარებისა და მოსწავლეებისთვის უსაფრთხო, თანამედროვე და ხარისხიანი სასწავლო გარემოს შექმნის მიზნით, ქვეყნის მასშტაბით სამშენებლო, სრული რეაბილიტაციისა და სხვადასხვა ტიპის სარემონტო სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს.