ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს

26 აგვ 2026

ეროვნული სატყეო სააგენტოს ცენტრალურ აპარატსა და რეგიონულ სატყეო სამსახურებში 401 ტყის მცველის პოზიციაზე კანდიდატთა შერჩევა მიმდინარეობს. ვაკანსიები ეროვნული სატყეო სააგენტოს რეფორმის ფარგლებში გამოცხადდა, რომლის მიზანი ტყის დაცვის გაძლიერება და ტყითსარგებლობის პრაქტიკის გაუმჯობესებაა. რეფორმის ფარგლებში, 1.7 მილიონ ჰექტარზე მეტი ტყის ფონდი 903 სამცველოდ დაიყო. თითოეული სამცველო ტყის მცველს პერსონალური პასუხისმგებლობით გადაეცემა.

ტყის დაცვისა და კონტროლის გაძლიერების მიზნით, ეროვნული სატყეო სააგენტოს სისტემას, ჯამში, 499 ახალი თანამშრომელი დაემატება, მათგან 401 - ტყის მცველი.

ვაკანსიებზე განაცხადის წარდგენის შესაძლებლობა ჰქონდათ სრულწლოვან პირებს, რომლებსაც სრული ზოგადი განათლება აქვთ. კონკურსის შედეგად შერჩეული პირები ეროვნული სატყეო სააგენტოს ცხრა რეგიონულ სატყეო სამსახურში გადანაწილდებიან.