26 აგვ 2026
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულ ილია ჯალაღანიასთან ერთად ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე ტექნოლოგიებისა და აღჭურვილობის მწარმოებელი კომპანიის „გ.ბ კონსალტინგის'' საქმიანობას და საწარმოო პროცესს გაეცნო.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, შპს „გ.ბ. კონსალტინგი“ 2009 წელს დაფუძნდა და ღვინისა და სხვა ალკოჰოლური და უალკოჰოლო სასმელების წარმოების სრული ციკლის დაგეგმვასა და განხორციელებაზე მუშაობს.
კომპანია აწარმოებს სხვადასხვა ტიპისა და დანიშნულების უჟანგავი ფოლადის ავზებსა და ღვინის წარმოებისთვის საჭირო თანამედროვე მანქანა-დანადგარებს.