ირანმა და ომანმა ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე მოლაპარაკებები განაახლეს

26 აგვ 2026

ჰორმუზის სრუტეში დროებითი საზღვაო დერეფნის შექმნაზე ირანმა და ომანმა მოლაპარაკებები განაახლეს, რომლის მიზანია, სტრატეგიულ სრუტეში გემების უსაფრთხო გადაადგილება აღდგეს. მედიის ცნობით, მხარეები ასევე შეთანხმდნენ სრუტის ნაღმებისგან გაწმენდაზე.

„როიტერის“ ინფორმაციით, მიუხედავად იმისა, რომ აშშ-სა და ირანს შორის აქტიური საბრძოლო მოქმედებები ძირითადად შეჩერებულია, სამშვიდობო შეთანხმების მისაღწევად დიპლომატიური მცდელობები ჩიხშია შესული და სრუტეში გადაადგილება კვლავ სახიფათოა.  

აშშ ირანზე ეკონომიკურ ზეწოლას აძლიერებს და სანქციებით ემუქრება იმ ქვეყნებს, რომლებიც ირანთან ვაჭრობას გააგრძელებენ.