26 აგვ 2026
რუსეთის პრეზიდენტის პრესსპიკერის, დიმიტრი პესკოვის, განცხადებით, ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს ხელმძღვანელის, ჯონ რეტკლიფის მოსკოვში ვიზიტი სპეცსამსახურებს შორის კონტაქტებს უკავშირდება. ინფორმაციას „ვაშინგტონ პოსტი“ ავრცელებს.
გუშინ ცნობილი გახდა, რომ ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი მოსკოვში იმყოფებოდა, თუმცა მედიაში არ იყო დაკონკრეტებული თუ ვისთან და რა საკითხზე გამართავდა შეხვედრებს რეტკლიფი.
როგორც „აქსიოსი“ წერდა, რატკლიფის ვიზიტამდე აშშ-მა უკრაინას აცნობა, რომ მაღალი დონის დელეგაცია მოსკოვში მიემგზავრებოდა და სთხოვა, რუსეთზე შეტევა დროებით შეეჩერებინა.