26 აგვ 2026
სომხეთის სასამართლომ ყოფილი პრეზიდენტის, რობერტ ქოჩარიანის შვილს, სედაკ ქოჩარიანს, ორთვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. მედიაში ინფორმაცია ადვოკატზე დაყრდნობით ვრცელდება.
დაკავებულის ადვოკატი სასამართლოს გადაწყვეტილებას პოლიტიკურ დევნად აფასებს. ცნობისთვის, სომხეთის ყოფილი პრეზიდენტი, რობერტ ქოჩარიანი და მისი შვილი გუშინ დააკავეს.
სომხეთის პროკურატურამ ქოჩარიანის წინააღმდეგ სამსახურებრივი უფლებამოსილების ბოროტად გამოყენების, განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღებისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ფულის გათეთრების ბრალდებით სისხლისსამართლებრივი დევნა დაიწყო.