26 აგვ 2026
ე.წ. ბარცხანის დასახლებაში, დიმიტრი ბაქრაძის ქუჩის მცხოვრებლებმა დღეს აქცია გამართეს. როგორც საუბრისას აღნიშნავენ, მათ ნავთობის მძაფრი სუნი და ნავთობტერმინალისგან ჩამდინარე მდინარე ბარცხანის სითხით დაბინძურება აწუხებთ. რეაგირებას ისინი ადგილობრივ ხელისუფლებს თხოვენ. მათი განმარტებით, სპეციფიკური ნავთობის სუნი დგას უბანში, რაც საცხოვრებელ სახლებში აღწევს და დისკომფორტს ქმნის.
ქუჩის მცხოვრებლების თქმით, მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა ყოველდღიურად უარესდება. აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ თუ საკითხთან დაკავშირებით რეაგირება არ იქნება, სარკინიგზო გზას გადაკეტავენ.