95-მდე გაიზარდა ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი.

26 აგვ 2026

95-მდე გაიზარდა ნეპალისა და ჩინეთის საზღვართან წყალდიდობისა და მეწყერის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი. მაშველები მსხვერპლის რაოდენობის ზრდას არ გამორიცხავენ.  

ნეპალის ტურიზმის საბჭოს ინფორმაციით, რომელსაც ტურისტული კომპანიების ინფორმაციაზე დაყრდნობით ავრცელებს, დაკარგულია 400-ზე მეტი ტურისტი, რომელთა შორის ასეულობით ინდოელი და სამი აშშ-ის მოქალაქეა.  

წყალდიდობის შედეგად დაიტბორა საზღვრისპირა დასახლებები, განადგურდა სოფლები, გზები, ხიდები და ელექტროგადამცემი ხაზები. სტიქიის ზონაში სამაშველო სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე ვერტმფრენები მუშაობენ.  სტიქიამ დააზარალა ტიბეტიც, არიან გარდაცვლილები.