27 აგვ 2026
ვიდრე ,,ქართული ოცნებაა'' ხელისუფლებაში, ომი არ იქნება, იქნება მხოლოდ მშვიდობა - ეს განცხადება პარლამენტარმა ირაკლი ჭეიშვილმა კოლეგის მიერ გაკეთებული განცხადების განსამარტად გააკეთა.
,,ქართული ოცნების'' წევრის თქმით, ლევან მაჭავარიანმა მის განცხადებაში კიდევ ერთხელ განმარტა - ვის რა ნეგატიური როლი აქვს რუსეთ უკრაინის ომის დროს. ჭეიშვილის განცხადებით, ქვეყნის მტრები, ე.წ ენჯეოები და ოპოზიციური პარტიები ცდილობდნენ თავიანთი პოზიციონერობით ქვეყანა ჩართულიყო რუსეთ - უკრაინის ომში, რაც ვერ მოახერხეს.
ლევან მაჭავარიანის განცხადებას აკრიტიკებენ გახარიას პარტიის წევრები, გიორგი ჭანტურია ოპონენტს ურჩევს საგარეო პოლიტიკაზე ანალიზი მაშინ გააკეთოს, როდესაც ქვეყნის შიდა პრობლემებს მოაგვარებს.