30 აგვ 2026
აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი გასულ კვირას მოსკოვში ვიზიტის დროს ომის დასრულების მიზნით დონალდ ტრამპის, ვოლოდიმირ ზელენსკისა და ვლადიმირ პუტინის მონაწილეობით სამმხრივი შეხვედრის ჩატარების წინადადებით გამოვიდა. - ინფორმაციას „აქსიოსი“ წყაროებზე დაყრდნობით ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, რეტკლიფის ვიზიტის ერთ-ერთი მიზანი ასევე იყო იმის გარკვევა, შეძლებდნენ თუ არა რუსეთის სპეცსამსახურების ხელმძღვანელები პუტინის დარწმუნებას, რომ აშშ-ის შუამავლობით უკრაინასთან მოლაპარაკებები განაახლოს. „აქსიოსი“ წერს, რომ 28 აგვისტოს ამერიკელმა ოფიციალურმა პირებმა ზელენსკის რეტკლისი მოსკოვში გამართული მოლაპარაკებების და სამიტის ჩატარების შეთავაზების შესახებ აცნობეს.
გავრცელებული ცნობით, აღნიშნულ იდეას, რომელიც ტრამპის ადმინისტრაციასაც ჰქონდა შეთავაზებული, ზელენსკი მხარს უჭერდა, თუმცა პუტინმა ის უარყო.