ნეპალსა და ტიბეტში წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია

30 აგვ 2026

ნეპალსა და ტიბეტში წყალდიდობისა და ღვარცოფის შედეგად დაღუპულთა რიცხვმა 750-ს მიაღწია, ინფორმაცია ნეპალისა და ჩინეთის ოფიციალურ მონაცემებზე დაყრდნობით ვრცელდება. 3000-ზე მეტი ადამიანი ამ დრომდე კვლავ დაკარგულად ითვლება.  
ჩინეთის ხელისფულებამ ოფიციალურად დაადასტურა, რომ ტიბეტის რეგიონში სულ მცირე 16 ადამიანი დაიღუპა, 546 კი დაკარგულია, ხოლო ნეპალში დაღუპულთა რიცხვი 734-ს შეადგენს. სიენენის ცნობით, ასევე გრძელდება ჰიდროელექტროსადგურების თითქმის 900 დაკარგული თანამშრომლის სამძებრო სამუშაოები. სამაშველო ჯგუფებმა შიგნით მყოფებთან ამ დრომდე კავშირი ჯერ ვერ დაამყარეს.