30 აგვ 2026
37-მდე გაიზარდა რუსეთის მიერ, გასულ ღამეს კიევის რეგიონში, ბუჩის ოლქზე მიტანილი იერიშის შედეგად მსხვერპლთა რიცხვი. ოლქის ადმინისტრაციის წარმომადგენლის განცხადებით, სამაშველო ოპერაცია გრძელდება და შესაძლოა დაღუპულთა რიცხვი გაიზარდოს. სადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დარტყმებმა ხანძრები და საწყობებში აფეთქებები გამოიწვია. იერიშის შედეგად ათობით ადამიანი დაშავდა, მათ შორის ბავშვებიც.