30 აგვ 2026
თურქეთმა უკრაინის ელჩი შავ ზღვაში გემებზე თავდასხმებისთვის დაიბარა. გამოცემა „ანადოლუ“ თურქეთის საგარეო უწყებაში წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ მაღალჩინოსნებმა შეხვედრის დროს ხაზი გაუსვეს შავ ზღვაში სიცოცხლის, საკუთრების,ნავიგაციისა და გარემოს უსაფრთხოების უზრუნვლელყოფის აუცილებლობას და შესაბამისი გაფრთხილებები გასცეს. გამოცემის ცნობით, გემი “ლიდერ ბორდო მავი” 26 აგვისტოს რუსულ საპორტო ქალაქ ტუაპსესთან თავდასხმის სამიზნე გახდა, მომდევნო დღეს კი გემი, რომელიც ბუქსირებისთვის მიემართებოდა ასევე თავდასხმის სამიზნე გახდა.