სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით  ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მორიგი სამუშაოები განახორციელა

31 აგვ 2026

 სურსათის ეროვნულმა სააგენტომ სპეციალიზებული ტექნიკის გამოყენებით  ბათუმში, ამერიკული თეთრი პეპლის საწინააღმდეგოდ მორიგი სამუშაოები განახორციელა.

უწყების ინფორმაციით, წამლობა მავნებლის გავრცელების კერებში, ბიოლოგიური ინსექტიციდის   გამოყენებით და უსაფრთხოების წესების  დაცვით ჩატარდა.  სურსათის ეროვნული სააგენტოს მცენარეთა დაცვის დეპრატამენტის უფროსის   განცხადებით, სააგენტო მავნებლის საწინააღმდეგო წამლობას, მონიტორინგის შედეგების გათვალისწინებით გააგრძელებს.

მავნებელი დასავლეთ და აღმოსავლეთ საქართველოში ფიქსირდება. მიმდინარე წელს, ქვეყნის მასშტაბით უკვე დამუშავებულია 4000- მდე ჰექტარი ფართობი. სააგენტოს ინფორმაციით,  გატარებული   ღონისძიებების შედეგად, ამერიკული თეთრი პეპლის პოპულაციის გავრცელების არეალი მინიმუმამდეა შემცირებული და გვხდება მხოლოდ მოსახლეობის საკარმიდამო ნაკვეთებში ცალკეულ ხეებზე.

სააგენტო მოუწოდებს მოქალაქეებს, საკუთრებაში არსებულ ფართობებზე განახორციელონ ბრძოლის მექანიკური ღონისძიებები.