31 აგვ 2026
აფხაზი ბლოგერის, დაურ ბუავას განსაცდელში მიტოვების ფაქტზე დაკავებულ უკრაინის მოქალაქეს, ვალერია კირლიუკს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. გადაწყვეტილება თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ არსენ კალატოზიშვილმა მიიღო.
სხდომაზე პროკურატურა დაკავებულის მიმართ ყველაზე მკაცრი აღკვეთის ღონისძიების - პატიმრობის შეფარდებას მოითხოვდა. ადვოკატი კი მისი აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას შუამდგომლობდა. თავად დაკავებული ქალი დუმილის უფლებით სარგებლობს. სხდომა მისი მონაწილეობის გარეშე გაიმართა, ვინაიდან ის კლინიკა „ვივამედშია“ მოთავსებული.
ცნობისთვის, აფხაზი ბლოგერი, დაურ ბუავა თბილისში, საცხოვრებელ ბინაში, გარდაცვლილი 28 აგვისტოს იპოვეს. 29 აგვისტოს სამართალდამცავებმა დაურ ბუავას მეგობარი ქალი - ვალერია კირლიუკი სისხლის სამართლის კოდექსის 128-ე მუხლით დააკავეს, რაც განსაცდელში მიტოვებას გულისხმობს.