ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს, შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა - სპეციალური პენიტენციური სამსახური

31 აგვ 2026

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, ირაკლი ღარიბაშვილს ორი ხანგრძლივი პაემანი უკვე გამოყენებული აქვს.

„ღარიბაშვილი ზის დახურული ტიპის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებაში, სადაც წელიწადში ორი ხანგრძლივი პაემანი ეკუთვნის და ეს ორი პაემანი უკვე აქვს გამოყენებული. შესაბამისად, არ ყოფილა პაემანი ჩანიშნული და არ გაუქმებულა“, - აცხადებენ სამსახურში.