გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა

01 სექ 2026

საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრი გივი მიქანაძე ოფიციალური ვიზიტით თურქმენეთში გაემგზავრა.

სამინისტროს ინფორმაციით, გივი მიქანაძე ორმხრივ შეხვედრებს გამართავს მინისტრთა კაბინეტის თავმჯდომარის მოადგილესთან, ბატირმამედოვთან და განათლების მინისტრთან, ჯუმამირატ გურბანგელდიევთან.

„ვიზიტის ფარგლებში მინისტრი მონაწილეობას მიიღებს თურქმენეთის სახელმწიფო არქიტექტურისა და სამოქალაქო ინჟინერიის ინსტიტუტის გახსნის ცერემონიაში. გივი მიქანაძე, დელეგაციის წარმომადგენლებთან ერთად, ასევე ესტუმრება იმ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს, რომლებიც საქართველოს უნივერსიტეტებთან თანამშრომლობენ“, – აღნიშნულია განათლების სამინისტროს ინფორმაციაში.