სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს

01 სექ 2026

სტაჟირების სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო 3-თვიანი ანაზღაურებადი სტაჟირების კონკურსს აცხადებს.

სამიმისტროს ცნობით, სტაჟირების მსურველებს განაცხადის გაკეთება შეუძლიათ 2026 წლის 10 სექტემბრის ჩათვლით, მთავრობის ადმინისტრაციის მიერ ადმინისტრირებული ვებგვერდის -🌐 https://vacancy.hr.gov.ge/ საშუალებით.

კონკურსის შედეგად შერჩეული კანდიდატები სტაჟირებას გაივლიან საგარეო საქმეთა სამინისტროს შემდეგ დირექტორატებში:

ევროპის საქმეთა დირექტორატი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100626?active=1

გლობალურ საკითხთა დირექტორატი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100617?active=1

უსაფრთხოების პოლიტიკის, საერთაშორისო ორგანიზაციების და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დირექტორატი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100630?active=1

საერთაშორისო სამართლებრივი, საკონსულო და დიასპორის საკითხების დირექტორატი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100654?active=1

დიპლომატიური პროტოკოლის დირექტორატი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100622?active=1

მედიისა და კომუნიკაციების დირექტორატი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100624?active=1

იურიდიულ საკითხთა, ადამიანური და ადმინისტრაციული რესურსების მართვის დირექტორატი - https://vacancy.hr.gov.ge/JobProvider/UserOrgVaks/Details/100679?active=1

სტაჟირება დაიწყება მიმდინარე წლის 1 ოქტომბრიდან და დასრულდება 2026 წლის 31 დეკემბერს.