სულხან თამაზაშვილის მოწვევით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი საქართველოს ეწვია

01 სექ 2026

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის, სულხან თამაზაშვილის მოწვევით, თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა მინისტრი - მუსტაფა ჩიფთჩი, საქართველოს ოფიციალური ვიზიტით, დელეგაციასთან ერთად ეწვია. ინფორმაციას შსს ავრცელებს.

სულხან თამაზაშვილი თურქ კოლეგას თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დახვდა.

უწყების ცნობით, ვიზიტის ფარგლებში, ორი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას. ასევე, დაგეგმილია ურთიერთგაგების მემორანდუმის ხელმოწერა საქართველოსა და თურქეთის რესპუბლიკის შინაგან საქმეთა სამინისტროების პოლიციის აკადემიებს შორის.

შეხვედრის დასრულების შემდეგ, მინისტრები ერთობლივ განცხადებებს გააკეთებენ.