01 სექ 2026
საშემოდგომო სესია ბიუროს სხდომით გაიხსნა დღეს აჭარის უმაღლეს საბჭოში . დეპუტატებმა იმსჯელეს ერთ საკითხზე, რაც მთავრობის მიერ გადმოგზავნილ ორი კვარტლის ანგარიშს მოიცავს, საკითხს საკანონმდებლო ორგანო დადგენილ ვადაში განიხილავს პლენარულ სხდომაზე, საკითხის მომხსენებელი ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი ედნარ ნატარიძეა.
მანამდე კი დოკუმენტზე კომიტეტებში იმსჯელებენ. აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ კი განაცხადა, რომ მორიგი სესიის გახსნა ამ მოწვევაში კიდევ ერთხელ ახსენებს იმ არსებულ პოლიტიკურ სიტუაციას, რომელიც ოპოზიციამ, გარე დავალებებით მიიღო. მისი განმარტებით, არჩევნებთან და გაყალბებასთან დაკავშირებით, მტკიცებულებები არც ერთ დონეზე არ იქნა წარდგენილი და ოპოზიციამ გარე ჩარევებით მიიღო ის გადაწყვეტილება, რომელიც არ არის სახელმწიფოებრივი, დემოკრატიული, ამავდროულად პრაგმატულიც.
ცოტნე ანანიძის თქმით, ქუჩის პროტესტების მარგინალიზაციას ხედავს.