სასკოლო ფორმების რეალიზაცია დაიწყო

01 სექ 2026

სასკოლო ფორმების რეალიზაცია დღეიდან დაიწყო. პიჯაკების, შარვლებისა და ქვედაბოლოების შეძენა ჯერ-ჯერობით მხოლოდ პირველკლასელების მშობლებს შეუძლიათ.

დაწყებითი საფეხურის სხვა მოსწავლეების ფორმების მარაგები 15 ოქტომბრიდან ეტაპობრივად უნდა განახლდეს. ფორმები იყიდება როგორც ონლიან პლატფორმაზე formebi.emis.ge. ასევე სკოლებში გახსნილ სარეალიზაციო პუნქტებში. ქვეყნის მასშტაბით ასეთი 84 ცენტრი ფუნქციონირებს