ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა

02 სექ 2026

ახალგაზრდებს შორის კულტურათაშორისი დიალოგის გაღრმავების მიზნით საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გაიხსნა საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის მინისტრის მოადგილემ, ბაია კვიციანმა ყვარლის იუსტიციის სასწავლო ცენტრის ბაზაზე საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი გახსნა.

ბაია კვიციანმა ახალგაზრდული ბანაკის პროექტის მნიშვნელობაზე ისაუბრა და განსაკუთრებული ყურადღება ახალგაზრდობის პოლიტიკის გაძლიერების კუთხით სამინისტროს მიერ განხორციელებულ აქტივობებზე გაამახვილა.

საერთაშორისო ახალგაზრდული ბანაკი, რომელსაც სსიპ ახალგაზრდობის სააგენტო ახორციელებს, პირველ ნაკადს მასპინძლობს. ბანაკში საქართველოდან, აზერბაიჯანიდან და თურქეთიდან 18-დან 29 წლამდე ახალგაზრდები მონაწილეობენ.