02 სექ 2026
"პარიზი ზურგს უკან, პროკურატურა კი კართან", - ამ სათაურით აქვეყნებს ანალიტიკურ სტატიას აზერბაიჯანული მედია. საინფორმაციო სააგენტო "ჰაქინი" ირაკლი ღარიბაშვილის შესახებ ვრცელ მასალას ავრცელებს. პუბლიკაციაში ნათქვამია, რომ ხელისუფლებაში ყოფნის დროს ღარიბაშვილი უფრო მეტად პარიზის ინტერესებს ატარებდა, ვიდრე თბილისის.
ავტორი აცხადებს, რომ ღარიბაშვილის პოლიტიკა "ქართულ ოცნებას" არ დახმარებია. პირიქით, სწორედ პარიზმა დაუჭირა მხარი რადიკალურ ოპოზიციასა და "რევოლუციური" გზით ხელისუფლების შეცვლის მცდელობებს. ავტორის თქმით, საპროტესტო აქციების დროს ირაკლი ღარიბაშვილი მმართველ გუნდში საფრანგეთის მიერ მხარდაჭერილი ჯგუფების ინტერესებს იცავდა.
ტექსტში აღნიშნულია, რომ ის არა მხოლოდ კორუფციულ სქემებს ხელმძღვანელობდა, არამედ, თავისი პოლიტიკით, ქვეყნის უსაფრთხოებასაც საფრთხეს უქმნიდა. აზერბაიოჯანული მედიის მიერ გამოქვეყნებულ სტატიას აფასებენ მმართველ გუნდში.