რუსებმა ოდესაში მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები

03 სექ 2026

რუსებმა ოდესაში მრავალსართულიან შენობას დაარტყეს, არიან დაშავებულები, - ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს. ოდესის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის, სერგეი ლისაკის ცნობით, რუსული ძალების იერიშის შედეგად 17 ადამიანი დაშავდა, მათ შორის, სამი ბავშვი. 

ღამით რუსეთის მიერ განხორციელებული თავდასხმების შედეგად დაზარალებულთა შესახებ ინფორმაცია სხვა რეგიონებიდანაც გავრცელდა. კიევის ოლქის სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის განცხადებით, ბორისპოლის რაიონში რუსული იერიშის შედეგად ერთი ადამიანი დაშავდა. 

დაზიანდა სასაწყობე შენობები, ადმინისტრაციული შენობა, მცირე სავაჭრო ობიექტები. დრონებით თავდასხმის შესახებ განაცხადეს ხმელნიცკის ოლქშიც. თავდასხმის შედეგად ერთ-ერთი საწარმოს სასაწყობე შენობაში ხანძარი გაჩნდა.