03 სექ 2026
ყაზახეთის ქალაქ თურქესტანის დრამის და მუსიკის თეატრი ბათუმშია. პირველი წარმოდგენა ბათუმის დრამატული თეატრის სცენაზე უკვე შედგა.
მსახიობებმა რიტმული ცეკვითა და მოძრაობებით შეძლეს მაყურებლამდე მიეტანათ ემოციები, რომელიც თავიანთი ქვეყნის ისტორიას ჰყვება. დასმა სხეულის მოძრაობით, პოეტისა და ფილოსოფოსის, აბაი კუნანბაიულის შემოქმედება წარადგინა, რომელიც საერთო კულტურულ ფასეულობას წარმოადგენს და სხვადასხვა ერისა და კულტურის დაახლოებას ხელს უწყობს.
სპექტაკლი საქართველოში ყაზახეთის საელჩოს, ART-FEST GROUP -ის და ბათუმის სახელმწიფო დრამატული თეატრის მხარდაჭერით დაიდგა.
ყაზახური სპექტაკლის ნახვის საშუალება მაყურებელს დღესაც მიეცემა.