03 სექ 2026
ბათუმში ქვაფენილიანი ქუჩებისა და მონაკვეთების რეაბილიტაცია დასრულდა.
ბათუმის მერიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოები ქალაქის 18 ქუჩასა და მონაკვეთზე განხორციელდა.
"პროექტის ფარგლებში მოეწყო სანიაღვრე სისტემები, გათვალისწინებულია საგზაო მონიშვნები.
სამუშაოების შედეგად გაუმჯობესდა საგზაო ინფრასტრუქტურა, სანიაღვრე ქსელის მუშაობის ეფექტიანობა და გამტარობა, უსაფრთხო და კომფორტული სატრანსპორტო გადაადგილება. ასევე, შემცირდა გზის საფარის ხშირი დაზიანებისა და განმეორებითი სარეაბილიტაციო სამუშაოების ჩატარების საჭიროება", - აღნიშნულია მერიის ინფორმაციაში.